„ჰუალინგ ჯგუფი“ ჩინური კერძო კორპორაციაა, რომელმაც 1988 წელს, სინძიანის რეგიონის ქ. ურუმჩიში დაიწყო ფუნქციონირება. მისი ძირითადი საქმიანობა, სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობა, მართვა და გაქირავებაა. კორპორაცია ჩართულია სასტუმროების ქსელის მშენებლობის, მენეჯმენტისა და სხვა მსგავსი ტიპის დეველოპერულ პროექტებში. ამის გარდა, ის აქტიურად აწარმოებს საგარეო ვაჭრობას, დაკავებულია ენერგორესურსებისა და წიაღისეულის მოპოვებით.
საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელება, კომპანიამ 2007 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით აგრძელებს. ამ ეტაპზე, „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ საქართველოში ინვესტირებული მთლიანი კაპიტალი 550 000 000 აშშ დოლარს აღემატება.
„ჰუალინგ ჯგუფი“ დღეს ქვეყნის ერთ–ერთი უმსხვილესი ინვესტორია. მისი სამომავლო გეგმები საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს უკავშირდება. კორპორაციის გრძელვადიანი საინვეტიციო გადაწყვეტილებები საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ხელს უწყობს ქართული ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების განვითარებას.