სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა – 2 წელი (4 სემესტრი)
კრედიტები – 120 ECTS
სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირები.
→ 2024-2025 სასწავლო წლის მისაღები მოთხოვნები
2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღები ადგილების რაოდენობა:
პროგრამული დაფინანსებით
ფლეიტა – 2
ჰობოი – 1
საყვირი – 1
კლარნეტზე, ფაგოტზე, ვალტორნაზე ტრომბონზე, ტუბასა და დასარტყამ საკრავებზე არ არის მიღება
აპლიკანტებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1.შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა); ფორმის შესავსებად ისარგებლეთ პროგრამების, სპეციალობების ნუსხით.
2.საგამოცდო პროგრამის ნუსხა ქართულ და ინგლისურ ენაზე (პროგრამაზე: საშემსრულებლო ხელოვნება) /PDF ფაილი, სახელის და გვარის მითითებით/
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, სპეციალობის პროგრამის გამოგზავნა/კორექტირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 29 მაისისა!
3. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG);
5.კონკურსში (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (იხ.საბანკო რეკვიზიტები)
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენს (1 წელი) – 3000 ლარს.
პროგრამული დაფინანსების (2250 ლარი) მქონე ადგილზე ჩარიცხვისას უნდა დაიფაროს სწავლის საფასურსა და პროგრამულ დაფინანსებას შორის სხვაობა (750 ლ.)
მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების ნახევარს.
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეადგენს – 5000 ევროს
კონტაქტი:
სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ოთახი: 227
ტელ:(+995 32) 2 995 194
email: admission@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10