2024 წლის 30 მაისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას და ტრადიციული მუსიკის საღამოს. კონფერენციისა და საღამოს მიზანია საერო და სასულიერო მუსიკის ახალგაზრდა მკვლევართა და შემსრულებელთა განვითარების ხელშეწყობა, ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაცია. სამეცნიერო კონფერენციაზე გამოვლენ: ეკატერინე ყაზარაშვილი, მონაზონი ნინო (სამხარაძე) და ანა ლოლაშვილი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია), რეზი წიტაიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნია ღამბაშიძე (გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი), ლელა ურუშაძე (მგალობელ- მომღერალთა ანსამბლი კირიალესა) და ზურაბ წკრიალაშვილი (ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გორის სალოტბარო სკოლა). ტრადიციული მუსიკის საღამოში მონაწილეობენ: გორის ეთნოგრაფიული გუნდი რიხი (ხელმძღვანელი: ზურაბ წკრიალაშვილი), თელავის წმ. ძმები კარბელაშვილების სახელობის ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი მზე შინა (ხელმძღვანელი: ეკატერინე ყარაულაშვილი), მგალობელ- მომღერალთა ანსამბლი კირიალესა (ხელმძღვანელი: ლელა ურუშაძე), გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი: ანა ლოლაშვილი), ქ. თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის სტუდენტთა ჯგუფი (პედაგოგები: უჩა პატარიძე და ლელა ურუშაძე), თამარ ახობაძე, ზურა მამუკელაშვილი (ახმეტა), ანრი ქააძე (ზემო ალვანი).
კონფერენციას და საღამოს გაუძღვება პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფ. ნატალია ზუმბაძე.
. სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება კონსერვატორიის 401-ე აუდიტორიაში (დასაწყისი: 11:00 სთ.)
ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართება კონსერვატორიის მცირე დარბაზში (დასაწყისი: 19:00 სთ.)
მიბმულ ფაილში იხ. პროგრამა და თეზისები