პულენკის აკადემია გთავაზობთ გაიაროთ მოსმენა 2022 წლის გამოშვებაში მონაწილეობის მისაღებად
პულენკის აკადემია უკვე 25 წელია არსებობს ქალაქ ტურში, საფრანგეთში და მისი დამფუძნებელი და არტისტული დირექტორი ფრანგი ბარიტონი ფრანსუა ლერუა. 2022 წელს აკადემია გაიმართება 16 დან 26 აგვისტომდე და ფოკუსი პულენკის გარდა, ფრანგი პოეტის, ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებაზე დაწერილ რეპერტუარზე გაკეთდება და აგრეთვე ცეზარ ფრანკის მიერ დაწერილ ნაწარმოებებზე.
მუსიკოსები მონაწილეობას მიიღებენ ორ კონცერტში, დაესწრებიან კონფერენციას, კონცერტს და შეეძლებათ პულენკის სახლ-მუზეუმის მონახულება. ისინი რჩევებს მიიღებენ 8 სპეციალისტისგან, მათ შორის:
* 2 პიანისტი
* 2 მომღერალი
* 2 ალექსანდრეს ტექნიკოსი
* 1 სპეციალისტი ლიტერატურის განხრით
* 1 თეატრალური მეტყველების განხრით.
დუეტებმა მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოამზადოთ და ჩაწეროთ ორი ნაწარმოები:
* ჰიუგოს 1850 წლის შემდეგ დაწერილი ლექსის ნებისმიერი კომპოზიტორის ერთი ნაწარმოები.
* პულენკის ნებისმიერი ნაწარმოები (“მელოდია” ანუ “art song”)
დაინტერესებულმა დუეტებმა 2022 წლის 31 იანვრამდე უნდა გაგზავნოთ თქვენი ჩანაწერები საფრანგეთში მოღვაწე მომღერალის და პედაგოგის, მარიამ გეგეჭკორის მეილზე: mariamballetbaz@gmail.com და მიუთითოთ ორივე შემსრულებლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, მიმართულება და კურსი. ამასთან, საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი. ჩანაწერი უნდა იყოს YouTube-ზე ატვირთული, unlisted ფორმატში.
არჩეულ დუეტს სრულად დაუფინანსდება აკადემიაში მონაწილეობის საფასური 2200 ევრო, ასევე ტრანსპორტირების, საცხოვრებლისა და კვების ხარჯები.
დამატებითი ინფორმაცია:
* ფრანგი ბარიტონი ფრანსუა ლერუ: https://fr.m.wikipedia.org/wiki/Fran%C3%A7ois_Le_Roux
* პულენკის აკადემიის ვებ-გვერდი: https://www.melodiefrancaise.com/masterclasses/#Professeurs
* პულენკის აკადემიის ფბ გვერდი: https://www.facebook.com/academiefrancispoulenc
* ქალაქი ტური: https://fr.m.wikipedia.org/wiki/Tours
კომპოზიტორთა საყურადღებოდ!
გარდა ზემოთაღნიშნული ინფორმაციისა, კომპოზიციის ფაკულტეტის სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება თავიანთი ნაწარმოებებით ჩაერთონ პულენკის აკადემიაში.
დაინტერესებულმა კომპოზიტორებმა უნდა დაწეროთ ერთი ნაწარმოები ვიქტორ ჰიუგოს ნებისმიერ ლექსზე, ხოლო გამარჯვებული დუეტი მას შეასრულებს ერთ-ერთ კონცერტზე, პულენკის აკადემიის ფარგლებში, საფრანგეთში; ამასთან, მოხდება მაღალი ხარისხის ჩანაწერის გაკეთება.
დამატებით ინფორმაციას მარიამ გეგეჭკორი (mariamballetbaz@gmail.com), გაგიზიარებთ ონლაინ შეხვედრის მეშვეობით, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაიმართება.