2021 წლის 25 ივნისს, პარასკევს ჩატარდება თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომა. დღის წესრიგი:
11:00 – თეონა ლომსაძის სადისერტაციო ნაშრომის „ქართული ხალხური მუსიკის ფუნქციონირების თანამედროვე ფორმები (ფოლკ-ფიუჟენის მაგალითზე)“ დაცვა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
ხელმძღვანელი: ემერიტუსი – რუსუდან წურწუმია.
ექსპერტები: სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი – ირინე ებრალიძე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი – თამაზ გაბისონია.
15:00 – ალექსანდრე ვასაძის სადისერტაციო ნაშრომის „ორღანი, როგორც ტრანსკრიფტორ-ინტერპრეტატორის ინსტრუმენტი და საორღანო ტრანსკრიფციები (მუსორგსკის სიუიტის „სურათების გამოფენიდან“ მაგალითზე)“ დაცვა სამუსიკო ხელოვნების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
ხელმძღვანელები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი- მარინა ქავთარაძე; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – ნინო ჟვანია
ექსპერტი: სამუსიკო ხელოვნების დოქტორი – ნინო კასრაძე