გამოცხადდა შიდასაკონსერვატორიო სტუდენტური სამუკისმცოდნეო კონკურსი !
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, როგორც კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის, ასევე საშემსრულებლო ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტისათვის.
კონკურსი ტარდება შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო კრიტიკული წერილი
საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო სამეცნიერო ნაშრომი
სამუსიკისმცოდნეო კრიტიკულ და/ან სამეცნიერო სფეროში აქტიური მონაწილეობისათვის
საკონკურსო დოკუმენტები (განცხადება მონაწილეობის შესახებ და საკონკურსო მასალა) უნდა გამოიგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე compose-theory@tsc.edu.ge 2022 წლის 28 ივნისიდან 2022 წლის 2 ივლისის ჩათვლით:
ა) „მუსიკალური ჟურნალისტიკის-საუკეთესო კრიტიკული წერილის“ ნომინაციაში მონაწილეობისათვის – გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი კრიტიკული წერილი (ესსე, რეცენზია, სტატია, ინტერვიუ და სხვ.);
ბ) „საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო სამეცნიერო ნაშრომის“ ნომინაციაში მონაწილეობისათვის – გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი სტატია, ან ესსე და სხვ.;
გ) ნომინაციაში ,,სამუსიკისმცოდნეო კრიტიკულ და/ან სამეცნიერო სფეროში აქტიური მონაწილეობისათვის” – პუბლიკაციების, კონფერენციების ჩამონათვალი, სადაც მიუღია მონაწილეობა კონკურსანტს მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.
გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო ჟიური. კონკურსის შედეგები გამოცხადდება განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში
დეტალური ინფორმაცია და კონკურსის დებულება იხლიეთ ბმულზე