21 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა საოპერო ნაწყვეტების საღამო. ღონისძიებაზე შესრულდა ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის, გაეტანო დონიცეტის, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის, ჯუზეპე ვერდის, რუჯერო ლეონკავალოს და ჯაკომო პუჩინის ოპერებდან.
დირიჟორები: ზაზა აზმაიფარაშვილი და ლევან ჯაგაევი.
კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და საოპერო სტუდიის სოლისტები: ოთარ ჯორჯიკია, ხათუნა ჭოხონელიძე, გოჩა დათუსანი და ზაალ ხელაია.