ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველთათვის!
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, სწავლის გაგრძელების მსურველებს პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში სთავაზობს ინგლისური ენის ცოდნის დონის (A1, A2, B1, B2, C1) დადგენისა და სერტიფიკატის უსწრაფესად მიღების შესაძლებლობას!
„სერტუსი“ საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა.
(რეგისტრაცია, ტესტირება და გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს).
ტესტირება ტარდება თვეში ორჯერ, სერტიფიკატი გაიცემა 10 სამუშაო დღეში.
ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს სამწლიანი ვადა აქვს.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
https://naec.ge/#/ge/post/2906