1 მაისს, კონსერვატორიამ 104 წლის იუბილე აღნიშნა. კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა გალა კონცერტს უმასპინძლა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით. კონცერტის დასასრულს რექტორმა ნანა შარიქაძემ კონსერვატორიაში მოღვაწე ის ადამიანები დააჟილდოვა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქვეყნის კულტურული განვითარების საქმეში.