თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2020 წლის 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.
უკვე 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის კონსერვატორიაში პირველი სიმპოზიუმი ჩატარდა და 80-იანი წლებიდან დაწყებულმა საერთაშორისო კონფერენციებმა 2002 წლიდან ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის სახელწოდებით გააგრძელეს არსებობა.
იუნესკოს მიერ 2001 წ. ქართული პოლიფონიის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად აღიარების შემდეგ პირველმა თბილისურმა სიმპოზიუმმა დიდი ინტერესი გამოიწვია ეთნოუსიკალურ წრეებში და მას შემდეგ იგი მრავალხმიანობის მკვლევარ მრავალ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერ მასპინძლობდა.
თბილისის სიმპოზიუმები წარმოაჩენენ მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობენ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციას დასავლურ მეცნიერებასთან, ქართული პოლიფონიისადმი გააღვივეს ინტერესი უცხოელ მკვლევრებში, რომლებიც ერთხმად აღიარებენ მის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში.
მეთერთმეტე სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 16 ქვეყნის 36 მეცნიერი, მათ შორის, 28 – უცხოეთიდან.
სიმპოზიუმი გაიხსნება ქალ შემსრულებელთა კონცერტით, რომელშიც უკრაინელი მომღერალი და მკვლევარი კანადიდან, ანდრეა კუზმიჩი ანსამბლ „იალონთან“ ერთად უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას მიუძღვნის რამდენიმე სიმღერას. კონცერტს დაესწრებიან ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეები. ამავე საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები ქალი შემსრულებლები, რომლებიც წარმოდგენილი არიან კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევი სერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებული და იუნესკოს ეგიდით 2022 წელს გამოცემულ წიგნში.
სიმპოზიუმი საზეიმოდ დაიხურება მსოფლიო მრავალხმიანობის კონცერტით.
სიმპოზიუმის ფარგლებში ნაჩვენები იქნება იტალიელი ეთნომუსიკოლოგისა და რეჟისორის ფილმი „მოლხენის ხმები~ (Voices of Conviviality) რომელშიც აღწერილია პრემანელი (იტალია) მომღერლებისა და ანსამბლ „ადილეის“ მიერ გატარებული საღამო სვანეთის სოფელ ლახუშდში.
მე-11 სიმპოზიუმის მონაწილეები საჩუქრად მიიღებენ მე-10 სიმპოზიუმის მოხსენებების კრებულს, დისტანციური ფორმატით მონაწილე მეცნიერებს, ყველა სხვა დაინტერესებულ პირთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ აღნიშნულ კრებულს გაეცნონ ვებგვერდებზე – www.polyphony.ge; www.polyphonysymposium.ge