დადგენილება №98/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ
დადგენილება № 98/2021
თარიღი: 28 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლისპირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ემუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 17 მაისის #55/2021 დადგენილების – “სსიპ – თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ (დამტკიცებულია კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2021 წლის 20 მაისის № 18/2021 დადგენილებით), „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ–პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“კონსერვატორიის რექტორის 2021 წლის 21 მაისის #02-63-R ბრძანების, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებებზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 24.06.2021 წ. #75/2021, 03.07.2021 წ. #84/2021, 03.07.2021 წ. #85/2021, 05.07.2021 წ. 86/2021 და 05.07.2021 წ. #87/2021 დადგენილებები) გადაწყვეტილების (წერილი: № 906/24, 26.07.2021) და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 28 ივლისის № 39 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 39),
აკადმიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმი და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ანა ჩიხრაძე;
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს კონსერვატორიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კონსერვატორიის საქმეთა წარმოების სამსახურს;
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6);
6. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე