2022 წლის 31 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას და ტრადიციული მუსიკის საღამოს.
სამეცნიერო კონფერენციისა და საღამოს მიზანია საერო და სასულიერო მუსიკის ახალგაზრდა მკვლევართა და შემსრულებელთა განვითარების ხელშეწყობა, ტრადიციული შემსრულებლობის დაცვა და პოპულარიზაცია.
კონფერენციასა და საღამოში მონაწილეობა შეუძლია ხალხური და საეკლესიო მუსიკის (მათ შორის, არაქართულის) ნებისმიერ ახალგაზრდა მკვლევარს (როგორც მუსიკოსს, ისე არამუსიკოსს) და შემსრულებელს (მომღერალს, საკრავზე დამკვრელს, მგალობელს; როგორც ჯგუფს, ისე სოლისტს).
სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება კონსერვატორიის 401-ე აუდიტორიაში (დასაწყისი: 11:00 სთ.)
ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართება კონსერვატორიის მცირე დარბაზში (დასაწყისი: 19:00 სთ.)
დამატებითი ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ იხილეთ ბმულზე