ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მოსაპოვებლად კონსერვატორია აცხადებს კონკურსს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის, ეთნომუსიკოლოგიის და საეკლესიო მუსიკოლოგიის სპეციალობის ტრადიციული მუსიკის მკვლევარ სტუდენტებს.
სტიპენდია(1000 ლარის ოდენობით) გადაეცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებიდან ერთ საუკეთესო სტუდენტს, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და აქტიური სამეცნიერო ცხოვრება.
ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიურ სტიპენდიას 2016 წლიდან გასცემს ფონდი ,,ქართული გალობა“ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გალობის უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტებისთვის.
კონკურსის მონაწილეების განაცხადი მიიღება 13-15 სექტემბერს ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება 16-19 სექტემბერს.