2023 წლის 17 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ბატონ ერნსტ პეტერ ფიშერისა და კონსერვატორიის რექტორის, ქალბატონ ნანა შარიქაძის შეხვედრა გაიმართა.
მათ განიხილეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და გერმანიის უმაღლეს სამუსიკო სასწავლო დაწესებულებებს შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში.
ასევე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, გაფართოებასა და განვითარებაზე, როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ სფეროში.