დადგენილება #74/2023 სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ
დადგენილება № 74/2023
თარიღი: 24 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბრის № 23 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 23),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა;
2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობითდადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,მე–12კილომეტრი,№64);
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
ზეინაბ (ლალი ) ბაქრაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
აკადემური საბჭოს წევრი