დადგენილება #88/2023 სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის შესახებ
დადგენილება №88/2023
თარიღი: 13 ნოემბერი, 2023 წელი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სსიპ – თბილისისვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 01 ნოემბრის № 78/2023 დადგენილებისა და აკადემიურისაბჭოს 2023 წლის 13 ნოემბრის №27 სხდომაზე პოზიციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიურისაბჭოს სხდომის ოქმი N 27),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შერჩეულ იქნეს გიორგი ზაქარაიას კანდიდატურა;
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითსაბჭოს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზეwww.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შავერზაშვილი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე