დადგენილება No 24/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნოემბრის No 124/2021 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის, შიდა მობილობის/რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტთა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესში”
ცვლილებების შეტანის შესახებ
დადგენილება No 24/2023
თარიღი: 24 მარტი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა, 57–ე და 61-ე მუხლების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის No 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის
სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 32 -ე მუხლის მე-3 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 მარტის No 08 სხდომაზე პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No 08),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნოემბრის No 124/2021 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის, შიდა მობილობის/რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტთა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესში”
ცვლილებები შემდეგი სახით:
1.1. 2.8. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.8. საქართველოს სხვა უსდ-დან კონსერვატორიაში გადმოსვლის მსურველი პირი ვალდებულია: ა) გაიაროს შიდასაკონსერვატორიო რეგისტრაციის პირველი ეტაპი; ბ) გაიაროს კონსერვატორიის შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური/გამოცდა); გ) გაიაროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელ.პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაცია, დ) გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ-პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომართოს კონსერვატორიას რეგისტრაციის მეორე ეტაპის გასავლელად; ე) გაეცნოს კონსერვატორიის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა ან უარი.“
1.2. 2.8. პუნქტს დაემატოს:
„2.8.1. მობილობის ფარგლებში პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობაა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კონკურსის (შემოქმედებითი ტურის/ტურების/გამოცდის) გავლა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კონსერვატორია ვალდებულია კონკურსის შედეგები ელ.პორტალზე რეგისტრაციის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე: ა) აცნობოს მობილობის მსურველს,
ბ) მიაწოდოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას კონკურსში დადებითი შეფასების მქონე სტუდენტების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის კონკურსის რეიტინგული სია).“
„2.8.2. ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალობაზე ერთდროულად მობილობისა (შემოდგომის სემესტრი) და ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში აპლიკანტი კონკურსს (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) გაივლის ერთხელ; აპლიკანტის ჩარიცხვა მოხდება მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტით.“
1.3. 2.9. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.9. სხვა უსდ-დან გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან კონსერვატორიის კორპორაციულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა წარმოადგინოს: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე: ა) რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ. დანართი No3);
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; გ) კონკურსში (შემოქმედებით ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი). რეგისტრაციის მეორე ეტაპზე: ა) პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის პირადი საქმის (სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი; ბაკალავრებისათვის ატესტატი/ მაგისტრებისათვის ბაკალავრის დიპლომი; ჩარიცხვის,
სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებები) ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ასლები; ბ) განცხადება კრედიტების აღიარების თაობაზე (იხ. დანართი No2); გ) პირველად უსდ-ში გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები ან/და ანოტაციები (კრედიტების აღიარების კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში).“
1.4. 4.8. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.8. შიდა მობილობაში/რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია: ა) გაიაროს რეგისტრაციის პირველი ეტაპი; ბ) გაიაროს შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური/გამოცდა); გ) გაეცნოს მობილობის კონკურსის შედეგებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიაროს რეგისტრაციის მეორე ეტაპი; დ) გაეცნოს კონსერვატორიის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა ან უარი.“;
1.5. 4.9. პუნქტს დაემატოს: „4.9.1. ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალობაზე ერთდროულად მობილობისა (შემოდგომის სემესტრი) და ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში აპლიკანტი კონკურსს (შემოქმედებითი ტური/გამოცდა) გაივლის ერთხელ; აპლიკანტის ჩარიცხვა მოხდება მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტით.“;
1.6. 4.11. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.11. შიდა მობილობის/რიგგარეშე შიდა მობილობის ფარგლებში კონსერვატორიის სხვა პროგრამიდან/სპეციალობიდან გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან კონსერვატორიის კორპორაციულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა წარმოადგინოს: პირველ ეტაპზე ა) რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ. დანართი No3);
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; გ) კონკურსში (შემოქმედებით ტური/გამოცდა) მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი). მეორე ეტაპზე ა) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ გაცემული სასწავლო
ბარათი/ნიშნების ფურცელი (სემესტრების მიხედვით); ბ) განცხადება კრედიტების აღიარების თაობაზე (იხ. დანართი No2).
2. დადგენილება დაეგზავნოს ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა და პროგრამების ხელმძღვანელებს, სასწავლო დეპარტამენტს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, No 64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე