დადგენილება No 25/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 28 მაისის No 64/2021 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესში” ცვლილებათა შეტანის შესახებ.
დადგენილება No 25/2023
თარიღი: 24 მარტი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა, 57–ე და 61-ე მუხლების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის No 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 32 -ე მუხლის მე-3 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 მარტის No 08 სხდომაზე პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No 08),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 28 მაისის No 64/2021 დადგენილებით დამტკიცებულ “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წესში” ცვლილებები შემდეგი სახით:
1.1. 2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1. მისაღები კონკურსი (შემდგომში – შემოქმედებითი ტური/გამოცდა) – სავალდებულო გამოცდა, რომელსაც კონსერვატორიის საგანმანათლებლო პროგრამების მისაღები მოთხოვნებით განსაზღვრულ დისციპლინებში აბარებს ჩარიცხვის მსურველი პირი“;
1.2. 3.11. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.11. სამაგისტრო პროგრამებზე „მუსიკისმცოდნეობა“ და „კომპოზიცია“ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება ხორციელდება საკონკურსო ქულით, რომელიც გამოითვლება სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებსა და კონსერვატორიის შემოქმედებითი ტურის ნორმირებული ქულების წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტზე ნამრავლის, ანუ კონკრეტულ ქულათა, ჯამით; (კონსერვატორიის შემოქმედებითი ტურის ნორმირებული ქულა მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ შემოქმედებით ტურზე მიღებული ქულის ამავე გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფით); შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე „მუსიკისმცოდნეობა“ რანჟირებაში არ მონაწილეობს ტესტის ქულა
ინგლისურ ენაში“;
1.3. 6.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6.2. სამაგისტრო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, „კომპოზიცია“, „მუსიკის ტექნოლოგია“ ტარდება შემოქმედებითი ტური სპეციალობაში; ხოლო პროგრამაზე „მუსიკისმცოდნეობა“ –
შემოქმედებითი ტური სპეციალობაში და ტესტირება ინგლისურ ენაში (მისაღები მოთხოვნების შესაბამის დონეზე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტი თავისუფლდება ტესტირებიდან); 1.4. 7.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7.3. კონსერვატორიაში ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე შემოქმედებითი ტურების მიმდინარეობა ჩაიწერება ვიდეოფორმატით. ვიდეომასალა ინახება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში ციფრულ მატარებელზე ორი წლის ვადით; შესაბამისი ვადის ამოწურვისთანავე ვიდეოჩანაწერი ექვემდებარება განადგურებას/წაშლას.7.3.
კონსერვატორიაში ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე შემოქმედებითი ტურების მიმდინარეობა ჩაიწერება ვიდეოფორმატით. ვიდეომასალა ინახება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში ციფრულ მატარებელზე ორი წლის ვადით; შესაბამისი ვადის ამოწურვისთანავე ვიდეოჩანაწერი ექვემდებარება განადგურებას/წაშლას.“;
1.5. 8.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.5. სამაგისტრო პროგრამებზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, „კომპოზიცია“, „მუსიკისმცოდნეობა“ (სპეციალობა: ეთნომუსიკოლოგია) დადებითი შეფასებაა 81-100 ქულა, პროგრამებზე „მუსიკისმცოდნეობა“ (სპეციალობა: მუსიკის ისტორია, საეკლესიო მუსიკოლოგია) და
„მუსიკის ტექნოლოგია“ დადებითი შეფასებაა 71-100 ქულა, ხოლო პროგრამაზე „მუსიკისმცოდნეობა“ (სპეციალობა: მუსიკის თეორია) დადებითი შეფასებაა 61-100 ქულა; (აკადემიური საბჭოს დადგენილება No 137/2021, 17.12.2021)“.
2. დადგენილება დაეგზავნოს ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა და პროგრამების ხელმძღვანელებს, სასწავლო დეპარტამენტს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, No 64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე