დადგენილება № 67/2023 –“ სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების „საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნება“, „საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ჯაზის ხელოვნება“, „სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნება“, „სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნება“ დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის #26/2023 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
დადგენილება № 67/2023
თარიღი: 13 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63 –ე და 100-ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 09 ოქტომბრის №11 სხდომის ოქმისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 ოქტომბრის № 21 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება და გასწორდეს ტექნიკური უზუსტობა “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების „საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნება“, „საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ჯაზის ხელოვნება“, „სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნება“, „სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნება“ დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის #26/2023 დადგენილებაში, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აღწერილობაში დაკორექტირდეს დისციპლინა „საკვარტეტო კლასი“ და იგი დამტკიცდეს კორექტირებული სახით თანდართული დანართების შესაბამისად;
2.დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფისსამსახურს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. დადგენილება დაეგზავნოთ საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, სტრუქტურულ ერთეულებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
5.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,მე-12კილომეტრი,№64).
6.დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე