2023 წლის 18 სექტემბერს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს კონკურსს კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებაზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად – 1 (ერთი) ადგილი (სოლო სიმღერა);
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო-შემოქმედებითი ან/და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
-კონკურსანტის განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე, დადგენილი ფორმის მიხედვით;
– კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;
– პირადობის მოწმობის ასლი;
– 1 (ერთი) ფოტოსურათი (ზომა: 3×4 სმ);
– ცნობა ნასამართლობის შესახებ(,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
– ბოლო სამსახურებრივი პოზიციის (აკადემიური თანამდებობა/მოწვ.მასწ) დამადასტურებელი ცნობა, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;
– უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/ების) ასლი/ები;
– უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის/ების) ასლი/ები და მათი აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
-დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– უცხო ქვეყანაში მიღებული სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– ჯილდოების, პრემიების, წოდებების, სტიპენდიების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
– განცხადება საკონცერტო პროგრამა, დადგენილი წესის მიხედვით.
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით, ჩაწერილი CD-ზე;
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე, (კვირის გარდა, შესვენება 13.00-დან 14.00-მდე) კონსერვატორიის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. No8-10, ოთახი No212, ელექტრონული მისამართი: konkursi@tsc.edu.ge);
აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი
იხ. ბრძანება