2023 წლის 09 ნოემბერს დასრულდა რეგისტრაცია სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით.
რეგისტრირებული კანდიდატები:
– მევლუდ შუბითიძე;
– გიორგი ზაქარაია.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით.
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა იგეგმება 2023 წლის 16 ნოემბერს, 11:00 საათზე.
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებზე როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით.
ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არაუგვიანეს 2023 წლის 13 ნოემბრისა წარმოადგინონ განცხადება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
– იხილეთ ფიზიკური პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა – დანართი 1
– იხილეთ იურიდიული პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა დანართი 2
დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge
პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) ასარჩევი კანდიდატი;
ბ) კონსერვატორიის ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) ამომრჩეველი.