თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები დასრულდა და შედეგი უკვე ცნობილია.
საარჩევნო კომისიის 27.10.2025 წლის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე (იხ.განკარგულება და შემაჯამებელი ოქმი), სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #07, დადგენილება #2, 27.10.2025), 2025 წლის 28 ოქტომბრიდან, კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, 4 (ოთხი) წლის ვადით, არჩეულ იქნა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან თაბაგარი.
გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 (მე–12 კილომეტრი). გადაწყვეტილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.