საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.
ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში;
• პროზის ქართული თარგმანი;
• პოეზიის ქართული თარგმანი;
• სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი;
• ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი.
2021 წელს გამოცხადებული კონკურსი გულისხმობდა უცხო ენიდან ქართულ ენაზე ნათარგმნ ნაშრომებს. წელს სტუდენტების თხოვნის გათვალისწინებით, გადავწყდა კონკურსის პირობებს დამატებოდა ქართულიდან უცხო ენაზე ნათარგმნი ნამუშევრები.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება;
კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს და დოქტორანტებს ( 35 წლამდე)
• დიასპორის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
• კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი
• საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ შეუძლიათ თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ მეილზე info@president.gov.ge
თანდართული სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტით. კონკურსის ეტაპები:
• უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით.
• პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ოთხივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს კანდიდატებს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
• საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ.
კონკურსის ვადები:
• კონკური ცხადდება 2023 წლის 1 მარტს.
• საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების და საბუთების უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
• პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.
• პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს 2022 წლის 15 დეკემბრამდე.
• გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 2023 წლის მიწურულს ორბელიანების სასახლეში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
• კოორდინატორი: ირინე შენგელია – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში.
• ელექტრონული მისამართი: info@president.gov.ge
• სატელეფონო ნომერი: (+995) 599 147 168