22 -27 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ეწვევა პარმის არიგო ბოიტოს სახელობის კონსერვატორიის პროფესორი, კომპოზიტორი ქრისტინა პაპი. ქრისტინა პაპი დაესწრება საკომპოზიციო მიმართულების სტუდენტთა სამაგისტრო პროგრამის მისაღებ გამოცდებს, ჩაატარებს მასტერკლასს და სემინარს საკომპოზიციო და მუსიკის ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტთათვის, ასევე, გამართავს პრეზენტაციას და კონცერტს, სადაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები შეასრულებენ მის ნაწარმოებებს.
აქტივობების ცხრილი:
22 ივნისი (კლასი 425)
12.00 – 13.30 რეპეტიცია (სიმებიანი ტრიო)
14.00- 15.00 რეპეტიცია (სოპრანო ლიზი კერესელიძე)
15.00 – 16.00 რეპეტიცია (ფლეიტა- მარიამ მინდორაშვილი)
23 ივნისი (კლასი 425)
12.00 -13.00 რეპეტიცია (სიმებიანი ტრიო)
13.00 – 13.30 რეპეტიცია (ფლეიტა)
13.30 – 14.00 რეპეტიცია (სოპრანო)
15.00 – 16.30 სემინარი საკომპოზიციო და მუსიკის ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან.
26 ივნისი (კლასი 425)
15.00 – 16.30 რეპეტიციები
17.00 – 18.30 პრეზენტაცია და კონცერტი (კონსერვატორიის მუზეუმში)
27 ივნისი
12.00 – სამაგისტრო პროგრამის მისაღები გამოცდა (საგამოცდო ჟიურის წევრი)
28 ივნისი (კლასი 312)
12.00 – 14.00 – ინდივიდუალური მასტერკლასები საკომპოზიციო მიმართულების სტუდენტებთან