სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაიმართება 2024 წლის 12 მარტს!
როგორც ფიზკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით. ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს დაკვირვება, უფლებამოსილია მიმართოს საარჩევნო კომისიას განცხადების (იხ.დანართი) საფუძველზე პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლის თანდართვით.
იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის საჭიროა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის განცხადებას (იხ.დანართი) თან ერთვოდეს განცხადების წარდგენამდე 10 დღის ვადაში განახლებული ამონაწერი. ასევე, იმ პირის/პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებიც ორგანიზაციის სახელით დაკვირვებას განახორციელებენ.
პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) ასარჩევი კანდიდატი;
ბ) ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) ამომრჩეველი.
დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინონ შემდეგ მისამართზე: (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. N8-10, ოთახი N216); სარეგისტრაციო განაცხადისა და დოკუმენტაციის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge);