2023 წლის 7 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მისი აღმატებულების ჰადას მეიცადისა და კონსერვატორის რექტორის, ქალბატონი ნანა შარიქაძის შეხვედრა შედგა.
მისმა აღმატებულებამ, ქალბატონმა მეიცადმა მოინახულა კონსერვატორიის ისტორიული შენობა, მცირე და დიდი საკონცერტო დარბაზები, ეწვია კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმს.
შეხვედრაზე განიხილეს თბილისის კონსერვატორიასა და ისრაელის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, იმსჯელეს ამ ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივასა და გაფართოებაზე.