2023 წლის 21 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განახლდა მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს – სეუს შორის.
განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს ვიცე-რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში უმაღლესი სასწავლო საგანმანათლებლო ინსტიტუციების თანამშრომლობით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას, მომავალ თაობათა კულტურულ აღზრდას, ქართული ეროვნული მუსიკალური კულტურის წარდგინებას პოპულარიზებას. ეს ის ფასეულობებია, რომლებიც, ერთი მხრივ, ეხმიანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების „მესამე მისიით“ განსაზღვრულ დებულებებს, მეორე მხრივ კი, წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის მყარ საფუძველს იმ უნივერსიტეტებს შორის, რომელთაც არ აქვთ სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები.