სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე “მუსიკის ტექნოლოგია“ 2025-2026 სასწავლო წელს სწავლის მსურველთათვის აცხადებს მიღებას მოსამზადებელ კურსზე.
[საბაკალავრო პროგრამაზე “მუსიკის ტექნოლოგია“ აბიტურიენტი ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე.]
მოსამზადებელი კურსის მიზანია პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნებისთვის აბიტურიენტთა მომზადება; სწავლა დაიწყება 2025 წლის 7 აპრილიდან;
მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციის მსურველებმა, არაუგვიანეს 2025 წლის 3 აპრილისა 17:00 საათისა, უნდა გამოაგზავნონ:
1.განაცხადის შევსებული ფორმა (იხ.ფორმა);
2.პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი
3.ყოველთვიური საფასურის (100 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი.
შენიშვნა: ჯგუფი გაიხსნება 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ოთახი: 228
ტელ: (+995 32) 2 98 70 27
e-mail: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10