თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე ეწვია.
იგი შეხვდა კონსერვატორიის რექტორს, ბატონ გიორგი ვაჩნაძეს და რექტორის მოადგილეს, ქალბატონ ნინო კასრაძეს.
შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. —
ფოტოები – საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი.