კონსერვატორიის სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტი
ადმინისტრირებას უწევს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე მასწავლებლის
მომზადების სამოცკრედიტიან და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამებზე აპლიკანტთა მიღებას; მათ შორის, წარმართავს ქვეყნის ფარგლებში
სტუდენტთა გარე და შიდა მობილობის პროცესებს; აგრეთვე ახდენს უმაღლესი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში კონსერვატორიის შესახებ მონაცემების
ასახვას/რედაქტირებას, სისტემისთვის საჭირო ინფორმაციის შესატანის მენეჯმენტს;
გარდა ამისა, დეპარტამენტი ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების
(დიპლომები, დანართები, სერტიფიკატები) დამზადება/გაცემის პროცედურას;
პერმანენტულად ახდენს კონსერვატორიაში სწავლის მსურველთა, სტუდენტთა და
კურსდამთავრებულთა ინფორმირებას, კონსულტირებასა და მომსახურებას.