გაეცანით 2026 წლის 24 აპრილს გამოცხადებული შიდასაკონსერვატორიო სტუდენტური საკომპოზიტორო კონკურსის შედეგებს
- ნომინაციაში „საუკეთესო ნაწარმოები სოლო ინსტრუმენტისთვის ან ხმისთვის“ გამარჯვებულის წოდება მიენიჭოს:
პირველი პრემია – საბაკალავრო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება (კლავიშიანი)”, III კურსის სტუდენტის გაბრიელ ხარაბაძის ნაწარმოებს “Bhava”;
მეორე პრემია – საბაკალავრო პროგრამა „კომპოზიცია”, I კურსის სტუდენტის ლუკა კოლხიტაშვილის ნაწარმოებს “?!”;
- ნომინაციაში „საუკეთესო ნაწარმოები ანსამბლისთვის (დუეტი, ტრიო, კვარტეტი)“ გამარჯვებულის წოდება მიენიჭოს:
პირველი პრემია – საბაკალავრო პროგრამა „კომპოზიცია”, I კურსის სტუდენტის დემეტრე ყურულაშვილის ნაწარმოებს „არეულობა“ (კვარტეტი);
მეორე პრემია – საბაკალავრო პროგრამა „კომპოზიცია”, I კურსის სტუდენტის ლუკა კოლხიტაშვილის ნაწარმოებს “მიტოვებულ სახლში” კვარტეტი No1”;
- ნომინაციაში „საუკეთესო ნაწარმოები თავისუფალი შემადგენლობისთვის“ გამარჯვებულის წოდება მიენიჭოს:
პირველი პრემია – საბაკალავრო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება (კლავიშიანი)”, III კურსის სტუდენტის გაბრიელ ხარაბაძის ნაწარმოებს “Flux Karma”;
მეორე პრემია – საბაკალავრო პროგრამა „კომპოზიცია”, I კურსის სტუდენტის ლუკა კოლხიტაშვილის ნაწარმოებს „7 მომაკვდინებელი ცოდვა“ (სეპტეტი)“.
- ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია“ კომისიის წევრების შეფასებისას გამოვლინდა, რომ I პრემია გაიყო ორ კონკურსანტზე, ამგვარად, გამარჯვებულის წოდება მიენიჭოს:
პირველი პრემია – სამაგისტრო პროგრამა „მუსიკის ტექნოლოგია”, I კურსის სტუდენტის ლიზი სვანიძის ნაწარმოებს “When Silence Trembled”;
პირველი პრემია – საბაკალავრო პროგრამა „მუსიკის ტექნოლოგია”, IV კურსის სტუდენტის ნინო ბანცაძის ნაწარმოებს “Fernweh”;
მეორე პრემია – სამაგისტრო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება (კლავიშიანი)”, II კურსის სტუდენტის ქეთევან ალექსიშვილის ნაწარმოებს “La Santa Messa”.