სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“ 2024-2025 სასწავლო წელს სწავლის მსურველთათვის აცხადებს მიღებას მოსამზადებელ კურსზე.
[საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკის ტექნოლოგია“ აბიტურიენტი ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე.]
მოსამზადებელი კურსის მიზანია პროგრამაზე დაშვების დამატებითი მოთხოვნებისთვის აბიტურიენტთა მომზადება; სწავლა დაიწყება 2024 წლის 01 აპრილიდან (ხანგძლივობა 2 თვე)
მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციის მსურველებმა, არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტის 18:00 საათისა, უნდა გამოაგზავნონ:
განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა);
პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი
ყოველთვიური საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი.
შენიშვნა: ჯგუფი გაიხსნება 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ოთახი: 228
ტელ: (+995 32) 2 98 70 27
e-mail: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,გრიბოედოვის ქ. 8-10