ცხადდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები
რეგისტრაციის მიზნით, კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ
კონსერვატორიის კანცელარიაში, (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ.№8-10, ოთახი №212) ან კანდიდატებს სარეგისტრაციო განაცხადი შეუძლიათ გამოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: konkursi@tsc.edu.ge;
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 22 დეკემბერს 10:00 საათზე და დასრულდეს 2023 წლის 28 დეკემბერს 18:00 საათზე, (შაბათ-კვირის გარდა, შესვენება 13.00-დან 14.00-მდე, 5 (ხუთი) სამუშაო დღე).
ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 09 იანვარს, 14.00-17.00 სთ-მდე.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;
ბ) დეკანად შეიძლება აირჩეს კონსერვატორიის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
გ) განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
1.1.პირადობის მოწმობის ასლი;
1.2 ავტობიოგრაფია (CV);
1.3 ორი ფოტოსურათი (3X4);
1.4 ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
1.5 ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
1.6 ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.
1.7. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
იხ. საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს განცხადება დეკანის არჩევნების გამოცხადებაზე
ასევე დეკანის არჩევის წესი
და ბრძანება