2026 წლის 16 ივნისს დასრულდა სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში პრეტენდენტთა რეგისტრაცია და რეგისტრაციაში გატარდა შემდეგი კანდიდატი:
- ალექსანდრე გაბუნია
აკადემიური საბჭოს 2026 წლის 19 ივნისის #21/2026 დადგენილებით შერჩეული კანდიდატის – ალექსანდრე გაბუნიას, წარმომადგენლობით საბჭოს სხდომაზე, ფარული კენჭისყრით დამტკიცება (არჩევა), დაგეგმილია მ.წ. 24 ივნისს (ოთხშაბათი), 15:00 საათზე.
სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებზე როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის სტატუსით.
ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან მოგვმართონ განცხადებით დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
- იხილეთ ფიზიკური პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა
- იხილეთ იურიდიული პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა
დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლობის შემთხვევაში) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: konkursi@tsc.edu.ge)
იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის საჭიროა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის განცხადებას თან ერთვოდეს განცხადების წარდგენამდე 10 დღის ვადაში განახლებული ამონაწერი. ასევე, იმ პირის/პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებიც ორგანიზაციის სახელით დაკვირვებას განახორციელებენ.
პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) ასარჩევი კანდიდატი;
ბ) კონსერვატორიის ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) ამომრჩეველი.