თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართება 2026 წლის 25 სექტემბერს
როგორც ფიზკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ საარჩევნო
პროცესში დამკვირვებლის სტატუსით. ამისათვის, ფიზიკური და იურიდიული
პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების არა უგვიანეს 3 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს დაკვირვება, უფლებამოსილია მიმართოს საარჩევნო კომისიას განცხადების საფუძველზე პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლის თანდართვით. (იხ. დანართი – ფიზიკური პირის დამკვირვებლად-რეგისტრაციისას-განცხადების-ფორმა);
იურიდიული პირის დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის საჭიროა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანდა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის განცხადება (იხ.დანართი – იურიდიული პირის დამკვირვებლად რეგისტრაციის ფორმა ).
ასევე, იმ პირის/პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და
პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებიც
ორგანიზაციის სახელით დაკვირვებას განახორციელებენ.
პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) ასარჩევი კანდიდატი;
ბ) კონსერვატორიის ადმინისტრაციული პერსონალი;
გ) ამომრჩეველი.
დამკვირვებლად რეგისტრაციის მსურველებმა განცხადება თანდართულ
დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: kantselaria@tsc.edu.ge;