დადგენილება № 04/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილების პროექტის მიღებისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ
დადგენილება № 04/2023
თარიღი: 24 მარტი, 2023 წელი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 4 მუხლის „ბ“ პუნქტის, მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტების, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ემუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე , 63-ე და 100-ე მუხლების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინების (2023 წლის 22 თებერვლის #1/4/1691), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის MES 3 23 0000273155 09/03/2023 წერილისა და კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 24 მარტის № 02 ოქმის საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. მიღებულ იქნეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილების შემუშავებული პროექტი წარმოდგენილი დანართი N 1-ის სახით;
2. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების ცვლილების პროექტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
3. ეთხოვოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მათი გათვალისწინება კონსერვატორიის მიერ 2022 წლის 23 იანვარს სამინისტროში წარდგენილი წესდების ცვლილების პროექტის განხილვისას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.