დადგენილება № 05/2023 -სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის 2022 წლის ანგარიშის დამტკიცების შესახებ
თარიღი: 24 მარტი, 2023 წელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნტისა და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 21 მარტის №208 წარდგინების, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 24 მარტის № 02 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის ანგარიში;
2.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე tsc.edu.ge;
3.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64);
4.დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.