დადგენილება No 23/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2022-2023 სასწავლო წლის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და 2023-2024 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურების ვადების დამტკიცების შესახებ
დადგენილება No 23/2023
თარიღი: 24 მარტი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა, 57–ე და 61-ე მუხლების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის No 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის
სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 32 -ე მუხლის მე-3 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 მარტის No 08 სხდომაზე პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი No 08),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2022-2023 სასწავლო წლის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და 2023-2024 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების/შემოქმედებითი ტურების ვადები წარმოდგენილი დანართი No1-ის სახით;
2. დადგენილება დაეგზავნოს ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა და პროგრამების ხელმძღვანელებს, სასწავლო დეპარტამენტს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, No 64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე