დადგენილება № 27/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების „მუსიკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „კომპოზიციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „მუსიკის ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „მუსიკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „კომპოზიციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „მუსიკის ტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „კომპოზიციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა“, „მუსიკოლოგიური კვლევების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა“ დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 272023
თარიღი: 28 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 100-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის, კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 16 აპრილის № 41/2021 და 2022 წლის 28 დეკემბრის № 55/2022 დადგენილებებით დამტკიცებული „სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საგანმანათლებლო პროგრამის ინიცირების, შემუშავებისა და განვითარების წესის“, კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 27 აპრილის № 04 სხდომის ოქმის, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დასკვნისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის № 09 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები „მუსიკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „კომპოზიციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „მუსიკის ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „მუსიკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „კომპოზიციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „მუსიკის ტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“, „კომპოზიციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა“, „მუსიკოლოგიური კვლევების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა“ წარმოდგენილი დანართების სახით;
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი და კანონით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება დაევალოს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64).
დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე