დადგენილება №45/2023– „ სსიპ – თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება” სწავლების ყველა საფეხურზე2023/2024 სასწავლო წლისთვის მისაღები ადგილების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 30 ნოემბრის #50/2022 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დადგენილება № 45/2023
თარიღი: 06 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე, 63 და მე-100 მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საშემსრულებლო და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტებზე სტუდენტთა მისაღები ადგილების გამოცხადების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის No 80/2020 დადგენილების (ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2022 წლის 22 ივლისის #32/2022 დადგენილებით), სსიპ-თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს სხდომის N8 ოქმის ამონაწერის (03.07.2023 წ) და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 06 ივლისის No 14 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება„ სსიპ – თბილისის ვანოსარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე„საშემსრულებლო ხელოვნება” სწავლების ყველა საფეხურზე2023/2024 სასწავლო წლისთვის მისაღები ადგილების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2022 წლის 30 ნოემბრის #50/2022 დადგენილებაში და იგი დამტკიცდეს თანდართული დანართის სახით (დანართი 1)
2.დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის ყველა მიმართულების და პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფისსამსახურს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, № 64)
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
ნანა შარიქაძე