დადგენილება №47/2023 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2023-2024 სასწავლო წელს მუსიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები ადგილების დამტკიცების შესახებ
დადგენილება: № 47/2023
თარიღი: 06 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 03 ივლისის № 7 სხდომის ოქმისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 06 ივნისის № 14 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 14),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2023-2024 სასწავლო წელს მუსიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა – 14 (თოთხმეტი) ადგილი : 7 (შვიდი) სახელმწიფო გრანტის დაფინანსებით და 7 (შვიდი )-თვითდაფინანსებით;
2. დადგენილება დაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე