დადგენილება 82/ 2023 -სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამა „მუსიკა და დღევანდელობაზე“ („მუსიკის ტექნოლოგიაზე“) გამოსაცხადებელი მისაღები ადგილების საგრანტო საგნების მიხედვით განაწილების შესახებ
დადგენილება N82/2023
თარიღი: 10 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 27 ოქტომბრის #10 სხდომის ოქმისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 ნოემებრის N26 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 26),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამა „მუსიკა და დღევანდელობაზე“ („მუსიკის ტექნოლოგიაზე“) გამოსაცხადებელი 10 (ათი) მისაღები ადგილი საგრანტო საგნების მიხედვით განაწილდეს შემდეგი სახით: ხელოვნება – 5 (ხუთი) ადგილი, მათემატიკა – 3 (სამი) ადგილი, ისტორია – 2 (ორი) ადგილი.
2.დადგენილება გადაეგზავნოს კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებისა და პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხისუზრუნველყოფისსამსახურს.
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე
გიორგი შავერზაშვილი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე