დადგენილება 85/ 2023 – სსიპ-თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა “საშემსრულებლო ხელოვნება”, სპეციალობა “საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების” 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოთხოვნებში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება N 85/2023
თარიღი: 10 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე და 63 -ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 06 ნოემბრის #12 სხდომის ოქმიდან ამონაწერისა და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 10 ნოემებრის N26 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი N 26),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება სსიპ-თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა “საშემსრულებლო ხელოვნება”, სპეციალობა “საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების” 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოთხოვნებში, კერძოდ: სამაგისტრო პროგრამის მისაღები გამოცდის მოთხოვნებში ამოღებული იქნეს ციტატა – “მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ის ნაწარმოები/ებები, რომლებიც არ შეუსრულებია ბაკალავრიატის დამამთავრებელ (საკვალიფიკაციო) გამოცდაზე“.
2.დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებისა და პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფისსამსახურს.
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 64).
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
გიორგი შავერზაშვილი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე