დადგენილება 92/2023 „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მისაღები მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 10.12.2020 წლის № 81/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის, საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“, სპეციალობა „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“ 2024-2025 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების “მუსიკის თეორიის” ტურის მოთხოვნების დაკორექტირებისა და მათი დაზუსტებული სახით დამტკიცების შესახებ
დადგენილება № 92/2023
თარიღი: 15 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე, 63 და მე-100 მუხლების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ამონაწერისა (04.12.2023 წ, #14) და აკადემიური საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის No 29 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მისაღები მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 10.12.2020 წლის № 81/2020 დადგენილების 1-ელ პუნქტში, საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საშემსრულებლო ხელოვნება“, სპეციალობა „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“ 2024-2025 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების “მუსიკის თეორიის” ტურის მოთხოვნები დაკორექტირდეს და დამტკიცდეს დანართის სახით.
2. დადგენილება გადაეგზავნოს საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებისა და პროგრამის ხელმძღვანელს, სასწავლო დეპარტამენტს, სტუდენტთა მიღებისა და რეესტრის მართვის დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფისსამსახურს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, № 64)
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
გიორგი შავერზაშვილი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე