დადგენილება No 61/2023 სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის ქართულენოვან საგანამანათლებლო პროგრამებში ცვლილების შეტანისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის კორექტირებული სახით დამტკიცების შესახებ
დადგენილება #61/2023 წ.
თარიღი: 15 სექტემბერი, 2023 წ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63 -ე და 100-ე მუხლების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის #69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 ივლისის #71/ნ ბრძანების, კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2023 წლის 12 სექტემბრის №9 სხდომის ოქმის ამონაწერისა და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის № 18 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებში და მისანიჭებელი კვალიფიკაციები დამტკიცდეს კორექტირებული სახით თანდართული დანართების შესაბამისად;
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. დადგენილება დაეგზავნოთ საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, სტრუქტურულ ერთეულებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
5.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,მე-12 კილომეტრი, №64).
6.დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე