თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულება 2026 წლის 20-21 თებერვალს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას „პიროვნება და საზოგადოება დროის კონტექსტში”, რომელიც ეძღვნება ვლადიმერ დონაძისა და პავლე ხუჭუას
დაბადებიდან 120 წლისთავს.
1925 წელი ორი გამოჩენილი მუსიკისმცოდნის, ვლადიმერ დონაძის და პავლე ხუჭუას დაბადების წელია, რომელთა მოღვაწეობამ უდიდესი როლი შეასრულა ქართული ისტორიული მუსიკისმცოდნეობის ფორმირებასა დაგანვითარებაზე.
თითოეულმა მათგანმა შექმნა სკოლა, რომლის მემკვიდრეებიც იყვნენ და არიან დღეს მოღვაწე ქართველი მუსიკოლოგი ისტორიკოსები.
გაეცანით კონფერენციის პროგრამას
იხილეთ კონფერენციის აბსტრაქტები
კონფერენციაზე წარმოდგენილი რჩეული მოხსენებები დაიბეჭდება კონსერვატორიის სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალში „მუსიკოლოგია და კულტუროლოგია“ – https://gesj.internet-academy.org.ge/ge/title_ge.php?b_sec=§ion_l=muz
კონფერენციის ორგანიზატორია:
მუსიკის ისტორიის მიმართულება,
პროფესორი მარინა ქავთარაძე. ტელ.: 599784450, ელ. ფოსტა: marina.kavtaradze@tsc.edu.ge
თსკ კვლევის კოორდინაციის დეპარტამენტი,
ასოც. პროფესორი მაია სიგუა
ელ. ფოსტა: science@tsc.edu.ge