კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების კანდიდატები გამოვლინდენ
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის
აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილების 2026 წლის 30 სექტემბერს ამოწურვის გამო, ვაკანსიების შევსების მიზნით 2026 წლის 25 სექტემბერს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართება.
* საშემსრულებლო ფაკულტეტი – 3 (სამი) წევრი;
* კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი – 3 (სამი) წევრი;
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2026 წლის 16 სექტემბერს 10:00 საათზე დაიწყო და 2026 წლის 22 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდა.
რეგისტრირებული კანდიდატები:
საშემსრულებლო ფაკულტეტი:
1. ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე
2. ნინო ჭირაქაძე
3. მანანა ქანთარია
კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი:
1. ზურაბ ნადარეიშვილი
2. ქეთევან ბოლაშვილი
3. ეკა ჭაბაშვილი
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდება 25 სექტემბერს, 10:00 საათიდან – 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქ. №8-10, ოთახი #307,(კამერული დარბაზი).