თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გამომცემლობამ გამოსცა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ლეილა
მარუაშვილის „რჩეული შრომები“.
წიგნი განკუთვნილია მუსიკოლოგებისთვის, კომპოზიტორებისთვის, შემსრულებლებისა
და სამუსიკო სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის.
პროფესორ ლეილა მარუაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება
სამუსიკო განათლების უმაღლეს და საშუალო რგოლებში მუსიკის
თეორიის საგნების სწავლებისა; იგი ავტორია მთელი რიგი
სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიული წიგნების.
წარმოდგენილ გამოცემაში ავტორის მიზანია საკუთარი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ინტერესების ძირითადი მიმართულებების
მაქსიმალურად სრულად წარმოჩენა, რამაც განსაზღვრა კრებულის სტრუქტურა.
წიგნი შედგება სამი ნაწილისგან. პირველ ნაწილში განხილულია მუსიკალური კომპოზიციისა და ფორმაქმნადობის სხვადასხვა თეორიული კატეგორია; მეორეში გაერთიანებულ სტატიებში გაანალიზებულია ქართველი კომპოზიტორების პოლიფონიური აზროვნების სხვადასხვა ასპექტი;
მესამე ნაწილი ეძღვნება თანამედროვე მუსიკალური განათლების სპეციფიკასა და თეორიული საგნების სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. კრებულში შესული რიგი სტატიებისა პირველად იბეჭდება, ზოგიერთი – გადამუშავებული და შევსებულია.
წიგნის რეცენზენტები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ქეთევან ბოლაშვილი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ონიანი; რედაქტორია ელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე. გამოცემის დიზაინი ეკუთვნის მარიამ პოლტახიენტს.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით.