1932 წელს კონსერვატორიაში დაარსდა ისტორიულ-თეორიული კათედრა, რომლის გაყოფის
შედეგად 1937 წელს შეიქმნა მუსიკის თეორიის (კათედრის გამგე პროფ. შალვა ასლანიშვილი)
და მუსიკის ისტორიის კათედრები.
სხვადასხვა წლებში მუსიკის თეორიის კათედრაზე მოღვაწეობდნენ: შ. ასლანიშვილი, ქ.
თუმანიშვილი, ლ. გოგოლაძე, ქ. არაქელოვი, დ. არუთინოვი-ჯინჭარაძე, მ. ანდრიაძე და სხვ.
კათედრას უძღვებოდნენ პროფესორიები: შ. ასლანიშვილი, ქ. თუმანიშვილი, ი. ჟღენტი
ბოლო 20 წლის განმავლობაში მუსიკის თეორიის მიმართულების ერთ-ერთი უმთავრესი
ამოცანაა ქართულენოვანი სახელმძღვანელოების, ლექციების კურსების შექმნა.
მიმართულების მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული ტრადიციული და ახალი
პროფესიული მუსიკის, ასევე თანამედროვე ევროპული პროფესიული მუსიკის თეორიული
პრობლემების შესწავლა და სასწავლო კურსებში დანერგვა.
მიმართულების ხელძღვანელი -ასოც.პროფესორი მარიკა ნადარეიშვილი