2026 წლის 16 -19 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროექტი „საქართველოს რეგიონების სკოლებში მუსიკის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები“, რომლის მიზანია დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქისა თუ რაიონული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო და სამუსიკო სკოლების მუსიკის მასწავლებელთათვის განათლების ხარისხის გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა გასვლითი მეთოდური ტრენინგების მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში ტრენინგის სამიზნე ჯგუფი გაეცნო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აკრედიტებული და წარმატებული ისტორიის მქონე „მუსიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ მიზნებს, სტრუქტურას, მუსიკის მასწავლებლის განათლების და სწავლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და განვითარების პერსპექტივებს.
უშუალოდ ტრენინგების წამყვანები, კონსერვატორიის მაღალკვალიფიციურმა პედაგოგებმა გაუზიარეს რეგიონის სკოლების მუსიკის მასწავლებლებს საკუთარი გამოცდილება, წარმოადგინეს პრეზენტირებული დისციპლენების სწავლების ახალი, ინოვაციური მეთოდები და ტექნიკები, განახორციელეს ვორქშოპის ტიპის აქტივობები.
⚜️ ტრენინგის წამყვანები:
▶️ლეილა მარუაშვილი – პროექტის ხელმძღვანელი;
▶️ნინო ჭალისური;
▶️თამარ თევდორაშვილი;
▶️თამარ თავშავაძე;
▶️თამარ ჟორდანია;
▶️ლაშა მიროტაძე;
▶️მაია ტაბლიაშვილი – პროექტის ადმინისტრატორი.
📍 ქალაქები: ▶︎ჭიათურა – 16 ოქტომბერი, ▶︎ზესტაფონი – 17 ოქტომბერი, ▶︎ლანჩხუთი – 18 ოქტომბერი და ▶︎ქუთაისი – 19 ოქტომბერი.